ჩვენ შესახებ


ისტორია
სტრუქტურა

"ყოველი კაცი ქვეყანაზე არის ის განძი, რომელსაც უნდა აღმოჩენა და დაფასება"

გალაკტიონი

აქ შენთვის მომავლის კარი იღება

ა(ა)იპ „ქ. თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი“ დაფუძნდა 2007 წელს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დადგენილებით (N04.01.120 – 14.02.2007). ის მოსწავლე-ახალგაზრდობის რაიონული სახლების უფლებამონაცვლეა. იგი ახალგაზრდობის აღზრდისა და დამატებითი განათლების მულტიფუნქციური დაწესებულებაა, რომელიც ახორციელებს მიზნობრივ სოციალურ, კულტურულ - საგანმანათლებლო პროგრამებს. მისი უმთავრესი მიზანია პიროვნების ინდივიდუალური უნარ-ჩვევებისა და ნიჭის გამოვლენა - განვითარება, შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად პროფესიული არჩევანის ხელშეწყობა, სპეციალური საჭიროებების მქონე მოზარდთა საზოგადოებაში ინტეგრირებისათვის საჭირო პირობების შექმნა, საჯარო სკოლებთან, სასწავლო-სააღმზრდელო, კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთობლივად პარტნიორული პროექტების განხორციელება.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი თბილისის მასშტაბით აერთიანებს ცხრა რაიონულ ფილიალს, რომლებიც განთავსებულია ქალაქის სხვადასხვა უბანში. ესენია: გლდანის, ნაძალადევის, დიდუბის, ჩუღურეთის, ძველი თბილისის, ვაკის, საბურთალოს, ისნისა და სამგორის ფილიალები. მათ საქმიანობას ხელმძღვანელობს ადმინისტრაცია.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი ახორციელებს სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა და სასწავლო–სააღმზრდელო პროცესში სწავლის წარჩინებულ მოსწავლეთა მომსახურებას, არაფორმალურ განათლებაზე დაკვეთის (სერვისების) შესრულებას, ინტერესების მიხედვით შექმნილი კლუბების საქმიანობის მხარდაჭერას.

თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ფუნქციონირებს სასწავლო-შემეცნებითი, სახელოვნებო, სპორტული, სახელობო წრეები და სტუდიები, კლუბები ინტერესების მიხედვით, რომლებშიც გაერთიანებულია 3700 - მდე მოსწავლე. თბილისის მერიის პროგრამის ,,სოციალურად დაუცველი და სხვა კატეგორიის მოსახლეობის სერვისების (დახმარების)“’ ფარგლებში წრეებსა და სტუდიებში გაერთიანებულია 1740 მოზარდი, ,,თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის სასწავლო- შემოქმედებით პროცესში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებისა და მათი მასწავლებლების დაფინანსების“’ - პროგრამის თანახმად - 130 მოსწავლე, ხოლო მომსახურების დამკვეთია (სერვისის ინდივიდუალურად გადამხდელი) - 1700. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში სასწავლო-აღმზრდელობით პროცესს ემსახურება 175 თანამშრომელი, მათგან 140 პედაგოგია.

ყოველწლიურად მოსწავლეთა სახლის აღსაზრდელთათვის არაერთი საინტერესო პროექტი ხორციელდება, ასე მაგალითად: ,,არტ-გაზაფხული“’, ,,გაიცანი საქართველო’’, ფოტო კონკურსები, ინგლისური ენისა და მათემატიკის ოლიმპიადები, ჩემპიონატები ჭადრაკსა, ტანვარჯიშსა და ძიუდოში, თეატრალური კვირეული, ნახატებისა და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა - ,,ფერებში ამეტყველებული სამყარო“, სასწავლო–შემოქმედებითი კონფერენციები, მასტერ–კლასები და სხვ.

თბილისის მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლის ფილიალებში ინფრასტრუქტურის სრულყოფამ, სასწავლო გარემოს შეცვლამ, ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფამ და სასწავლო პროცესში სწავლების აქტიური მეთოდების დანერგვამ განაპირობა სერვისის დამკვეთთა მნიშვნელოვანი ზრდა.

ასე რომ, აქ თქვენთვის მომავლის კარი იღება და სურვილის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: (+995) 2 95 72 48

ან ფეისბუქის მეშვეობით: თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი

დირექტორი: მანანა წნორიაშვილი / ტელ: (+995) 2 95 72 48