სიახლეები


images

16,06,2014

19 მაისს ისნის მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლში გამართა ,,ღია კარის დღე''

19 მაისს ისნის მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლში გამართა ,,ღია კარის დღე''. პროექტის ფარგლებში მოეწყო ხატვის წრის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, წრეებში ღია მეცადინეობები, ფილიალის საქმიანობის პრეზენტაცია თემაზე: ,,ოპტიმალური მენეჯმენტი და მიღწეული შედეგები''. ღონისძიებას ესწრებოდნენ ფილიალის გამგეები, საჯარო სკოლების წარმომადგენლები, მშობლები და უფროსკლასელები. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია არაფორმალური განათლების სისტემის შემდგომი სრულყოფისა და განვითარების თაობაზე.