სიახლეები


images

16,06,2014

ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180–ე წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო.

23 მაისს დიდუბის ფილიალში ჩატარდა ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180–ე წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო. ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს პოეტის ლექსები, ვოკალურმა ანსამბლმა ,,ჩიორამ"' და ხალხური სიმღერების ანსამბლმა ,,თილისმამ'' შეასრულეს ილიას ნაწარმოებებზე შექმნილი სიმღერები. წარმოდგენილი იქნა მწერლის ნაწარმოების მიხედვით პერფორმანსი. საღამოს მონაწილეებს ილიას შემოქმედებასა და ეროვნულ მრწამსზე ესაუბრნენ მეცნიერი და პუბლიცისტი კობა არაბული, მსახიობი გრიგოლ წიტაიშვილი, ეროვნული მოძარობის მონაწილე ავთანდილ იმნაძე, კომპოზიტორი ზურაბ ჩინჩალაძე. სტუმრებს, მოსწავლეებსა და თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა ფილიალის გამგემ ვაჟა ჭიპაშვილმა