სიახლეები


images

16,06,2014

იპოვე შენში მზე!

იპოვე შენში მზე! 
,,ბავშვები ბავშვებისათვის’’ აქციის ფარგლებში თბილისის მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლის გლდანის ფილიალის აღსაზრდელები, პედაგოგები და მშობლები ესტუმრნენ ბედიანის ბავშვთა სახლის მოზარდებს და მათ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს. სტუმრებმა და მასპინძლებლებმა ერთობლივი კონცერტი გამართეს, რომელშიც მონაწილეობდნენ ფოლკლორული ანსამბლი ,,კესანე’’ და ბავშვთა სახლის შემოქმედებითი ჯგუფი. სტუმრებმა საჩუქრები და ტკბილეული გადასცეს მასპინძლებს. ბედიანის ბავშვთა სახლის დირექტორმა ზვიად ხაფავამ მადლობა გაუხადა მოსწავლეთა სახლის წარმომადგენლებს. დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმებიც. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ბედიანის ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი.