სიახლეები


images

16,06,2014

ქ. თბილისის მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლში ჩატარდა მოსწავლეთა 72–ე სასწავლო შემოქმედებითი კონფერენციის ზონალური ტური

ქ. თბილისის მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლში ჩატარდა მოსწავლეთა 72–ე სასწავლო შემოქმედებითი კონფერენციის ზონალური ტური. 12 სხვადასხვა სექციაში წარმოდგენილ იქნა მოსწავლეთა საკონფერენციო ნაშრომები. მოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში დასკვნით ეტაპზე მონაწილეობისათვის გაიგზავნა 19 ნაშრომი, რომელთა ავტორები თბილისის მერიის პროგრამის ,,სწავლის წარჩინებულ მოსწავლეთა დაფინანსება'' – ბენეფიციარები არიან.