მასწავლებლებისთვის
შექმენი პროფილი, მიიღე მოსწავლეები მთელი საქართველოდან და ჩაატარე გაკვეთილები ერთ სივრცეში, პლატფორმის დატოვების გარეშე.
ინგლისური · ნინო ბ. და გიორგი მ.
სრულდება 18:55
ნინო ბ.
გიორგი მ.
ყველაფერი, რაც ონლაინ სწავლებისთვის გჭირდება, ერთ ადგილას.
გაკვეთილის ფასს და ხანგრძლივობას (55 ან 80 წუთი) თავად ადგენ.
მიუთითე თავისუფალი დროები, მოსწავლეები მხოლოდ მათში ჯავშნიან.
შენი პროფილი, ვიდეო წარდგენა და შეფასებები ძებნაში ჩანს.
მოსწავლეები თვიურ აბონემენტს იძენენ, გადახდა ყოველთვიურად ავტომატურად ხდება.
ვიდეოოთახი, Live დოკუმენტი, დავალებები, ჩატი და კალენდარი პლატფორმაზეა.
ჩაატარე ღია ლექცია და გაიცანი ახალი მოსწავლეები.
შექმენი ანგარიში და შეავსე პროფილი 9 ნაბიჯად: საგნები, ფასი, განათლება, ვიდეო წარდგენა, საგადასახადო სტატუსი და საბანკო ანგარიში.
ადმინისტრაცია ამოწმებს პროფილს და დოკუმენტებს, სანამ ის ძებნაში გამოჩნდება.
მოსწავლე ჯერ გაცნობით შეხვედრას ჯავშნის, შემდეგ კი აბონემენტს იძენს.
გაკვეთილები mas.ge-ს ვიდეოოთახში ტარდება, ანაზღაურება კი თვეში ორჯერ ირიცხება შენს ანგარიშზე.
ანაზღაურება თვეში ორჯერ
1-15 რიცხვის გაკვეთილები ირიცხება იმავე თვის 20-მდე, 16-დან თვის ბოლომდე ჩატარებული კი მომდევნო თვის 5-მდე.
საკომისიო მცირდება აქტიურობის მიხედვით
ითვლება თითო პერიოდში (1-15 და 16-დან თვის ბოლომდე) ჩატარებული გაკვეთილები.
80-წუთიანი გაკვეთილი ითვლება 1,5 გაკვეთილად, გაცნობითი შეხვედრები არ ითვლება. მიღწეული განაკვეთი ვრცელდება პერიოდის ყველა გაკვეთილზე.
დაითვალე სავარაუდო შემოსავალი
მაგალითი, გაკვეთილები პერიოდებში თანაბრად განაწილებით.
ერთი პერიოდი (1-15 ან 16-დან თვის ბოლომდე)
თანხა მოცემულია გადასახადებამდე. საბოლოო თანხა დამოკიდებულია შენს საგადასახადო სტატუსზე.
რეგისტრაციისას მნიშვნელოვანია სწორად აირჩიო სტატუსი. მისგანაა დამოკიდებული, როგორ ჩაგერიცხება ანაზღაურება.
არამეწარმე ფიზიკური პირი
საშემოსავლო გადასახადი იკავებასაგადასახადო რეგისტრაცია არ გაქვს. კანონის მოთხოვნით საშემოსავლო გადასახადი გადახდის წყაროსთან იკავება, ანგარიშზე დარჩენილი თანხა ჩაგერიცხება.
დოკუმენტი: პირადობის მოწმობის ან ID ბარათის ასლი
ინდივიდუალური მეწარმე
თანხა სრულად ჩაგერიცხებარეგისტრირებული ხარ ინდივიდუალურ მეწარმედ. გამომუშავებული თანხა სრულად ჩაგერიცხება, გადასახადს თავად აცხადებ და იხდი.
დოკუმენტი: ამონაწერი მეწარმეთა რეესტრიდან
იურიდიული პირი
თანხა სრულად კომპანიას ჩაერიცხებამომსახურებას კომპანიის (მაგ. შპს) სახელით სწევ. თანხა სრულად კომპანიის ანგარიშზე ირიცხება, გადასახადებზე კომპანია პასუხობს.
დოკუმენტი: ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
არ იცი, რომელი აირჩიო?
ნახე ვიდეო, რათა გაიგო მეტი გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების შესახებ.
თუ არ ხარ რეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმედ და არ გაქვს იურიდიული პირის სტატუსი, რეგისტრაციისას აირჩიე არამეწარმე ფიზიკური პირი.
გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება
წყარო: საქართველოს შემოსავლების სამსახური, YouTube
ანაზღაურება ირიცხება მითითებული სტატუსის მიხედვით.
ფასს თავად ადგენ. ის ჩანს შენს პროფილზე და ძებნაში, ხანგრძლივობასთან ერთად (55 ან 80 წუთი).
თვეში ორჯერ: 1-15 რიცხვის გაკვეთილები ირიცხება იმავე თვის 20-მდე, 16-დან თვის ბოლომდე ჩატარებული კი მომდევნო თვის 5-მდე.
რაც მეტ გაკვეთილს ატარებ ერთ პერიოდში, მით ნაკლებია საკომისიო. მიღწეული განაკვეთი ვრცელდება იმ პერიოდის ყველა გაკვეთილზე.
რეგისტრაციის ყველა ნაბიჯის დასრულების შემდეგ ადმინისტრაცია ამოწმებს პროფილს. დადასტურებისთანავე ის ძებნაში ჩნდება.
არა. mas.ge-ზე გაცნობილ მოსწავლესთან გაკვეთილები მხოლოდ პლატფორმაზე ტარდება, ეს მასწავლებლის ხელშეკრულების პირობაა.
რეგისტრაცია 9 ნაბიჯისგან შედგება. მონაცემები ყოველ ნაბიჯზე ინახება, ამიტომ შეგიძლია ნებისმიერ დროს შეჩერდე და მოგვიანებით გააგრძელო.