ვერსია 2026-09-22
წინამდებარე პირობები არეგულირებს ურთიერთობას შპს „დიჯითალ გროვ"-სა (საიდენტიფიკაციო კოდი 418487408, ქ. გორი, ანდია რაზმაძის ქ. 41, შემდგომში „პლატფორმა" ან „ჩვენ") და პირს შორის, რომელიც პლატფორმაზე mas.ge მოსწავლედ რეგისტრირდება (შემდგომში „მოსწავლე" ან „თქვენ"). რეგისტრაციისას ღილაკზე „ვეთანხმები პირობებს" დაჭერით მოსწავლე ადასტურებს, რომ პირობები წაიკითხა და ეთანხმება. პლატფორმა ინახავს დათანხმების ვერსიას, თარიღსა და დროს და ქმნის დათანხმების დასტურს PDF ფორმატით.
1.1. პლატფორმა: ვებგვერდი mas.ge და მისი სერვისები: მასწავლებლების ძიება, ჯავშანი, გადახდა, ვიდეო-ოთახი, Live დოკუმენტი, დავალებები, მიმოწერა, საჯარო ლექციები.
1.2. მასწავლებელი: პლატფორმაზე გადამოწმებული პირი, რომელიც პლატფორმის მეშვეობით სთავაზობს ონლაინ გაკვეთილებს.
1.3. გაკვეთილი: ინდივიდუალური ონლაინ მეცადინეობა პლატფორმის ვიდეო-ოთახში, 55 ან 80 წუთი მასწავლებლის ფორმატის მიხედვით.
1.4. გაცნობითი შეხვედრა: 25-წუთიანი უფასო ონლაინ შეხვედრა მასწავლებელთან გაცნობის მიზნით.
1.5. აბონემენტი: წინასწარ გადახდილი გაკვეთილების პაკეტი ერთ მასწავლებელთან ერთი თვის ვადით, რომელიც ავტომატურად განახლდება.
1.6. კრედიტი: მოსწავლის ბალანსზე ასახული თანხა (1 კრედიტი = 1 ლარი), რომელიც პლატფორმაზე მომდევნო გადახდაში ავტომატურად ითვლება. კრედიტი ფულად არ ბრუნდება და მოქმედებს დარიცხვიდან 12 თვე (8.4 პუნქტი).
1.7. შეკვეთის დასტური: მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის კონკრეტულ გაკვეთილზე ან აბონემენტზე შეთანხმების დასტური PDF ფორმატით, რომელსაც პლატფორმა ჯავშნის დადასტურებისას ქმნის და რომელშიც მითითებულია ამ პირობებისა და მასწავლებლის ხელშეკრულების მოქმედი ვერსია.
2.1. პლატფორმა შუამავალია მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის. საგანმანათლებლო მომსახურებას უშუალოდ მასწავლებელი უწევს. პლატფორმა უზრუნველყოფს ტექნიკურ გარემოს, ჯავშნებს, გადახდების მიღებას მასწავლებლის სახელით და ანგარიშსწორებას.
2.2. პლატფორმა მასწავლებლების პროფილს, ვიდეო-წარდგენას და განათლების დოკუმენტებს გამოქვეყნებამდე ამოწმებს. ნიშანი „დამოწმებული" ნიშნავს, რომ დოკუმენტები გადამოწმდა, და არ არის გარანტია სწავლების ხარისხზე ან შედეგზე. მასწავლებლის შერჩევა მოსწავლის გადაწყვეტილებაა პროფილის, შეფასებებისა და გაცნობითი შეხვედრის საფუძველზე.
2.3. მასწავლებელი არ არის პლატფორმის დასაქმებული.
3.1. რეგისტრაციისას მოსწავლე უთითებს ზუსტ და სრულ მონაცემებს (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ელ-ფოსტა, ტელეფონი) და ცვლილებისას ანახლებს.
3.2. ერთი ანგარიში ერთი პირისთვისაა. აკრძალულია სხვისი სახელით რეგისტრაცია, ანგარიშის გადაცემა და ერთზე მეტი ანგარიში.
3.3. მოსწავლე პასუხისმგებელია ანგარიშით განხორციელებულ ყველა ქმედებაზე და პაროლის დაცვაზე.
3.4. პლატფორმა ითხოვს ელ-ფოსტის დადასტურებას. საბანკო ბარათი მხოლოდ აბონემენტის ან ფასიანი გაკვეთილის ყიდვისას მიეთითება, გაცნობითი შეხვედრის დაჯავშნას ბარათი არ სჭირდება. ბარათის მონაცემები ინახება მხოლოდ ბანკთან, პლატფორმას მათზე წვდომა არ აქვს.
4.1. 18 წლამდე მოსწავლე რეგისტრირდება საკუთარი ანგარიშით მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით. თანხმობა რეგისტრაციისას ფიქსირდება: მშობლის სახელი, გვარი, საკონტაქტო მონაცემი და დადასტურება. პლატფორმა თანხმობის მონაცემებს ინახავს.
4.2. თანხმობის დადასტურებით მშობელი:
4.3. 7 წლამდე ბავშვის სახელით ანგარიშს მშობელი ხსნის და მართავს.
4.4. პლატფორმას უფლება აქვს მოითხოვოს მშობლის ვინაობის დადასტურება და ეჭვის შემთხვევაში ანგარიში შეაჩეროს.
5.1. გაცნობითი შეხვედრა უფასოა და წარმოადგენს მოთხოვნას, რომელსაც მასწავლებელი ადასტურებს ან უარყოფს. მოთხოვნა ავტომატურად უქმდება, თუ მასწავლებელი 48 საათში ან შეხვედრამდე 3 საათით ადრე (რომელიც უფრო ადრეა) არ უპასუხა. მოსწავლე შეტყობინებას იღებს და სხვა მასწავლებლის არჩევა შეუძლია.
5.2. ლიმიტი: ერთ მასწავლებელთან 1 გაცნობითი შეხვედრა, ერთ საგანში სულ 3.
5.3. გაცნობითი შეხვედრის გაუქმება დაწყებამდე 24 საათზე ნაკლებ დროში ან მასზე გამოუცხადებლობა შეხვედრის გამოყენებად ითვლება.
6.1. გაკვეთილის ფასს ადგენს მასწავლებელი და ის ჩანს პროფილზე. ფასი მითითებულია ლარში და მოიცავს პლატფორმის მომსახურებას. დამატებითი საფასური მოსწავლეს არ ერიცხება.
6.2. გადახდა ხდება მხოლოდ პლატფორმის გადახდის სისტემით, ლარში, საბანკო ბარათით. უცხოური ბარათით გადახდისას კონვერტაციას გამომშვები ბანკი ახორციელებს საკუთარი პირობებით.
6.3. აბონემენტის ორი ტიპი: მოქნილი (თვეში 4, 8, 12, 16 ან 20 გაკვეთილი, დროებს მოსწავლე ირჩევს მასწავლებლის კალენდარში) და ფიქსირებული (კვირის ერთსა და იმავე დღეებსა და დროს).
6.4. აბონემენტის თანხა იხდება დაჯავშნისას, ერთი თვის ვადით. აბონემენტი ავტომატურად განახლდება ყოველი პერიოდის ბოლოს და თანხა შენახული ბარათიდან იჭრება. ავტომატურ განახლებაზე მოსწავლე თანხმობას აბონემენტის ყიდვისას ცალკე ღილაკით ადასტურებს. განახლებამდე 3 დღით ადრე მოსწავლე შეხსენებას იღებს.
6.5. აქტიური აბონემენტის მქონე მოსწავლეს იმავე მასწავლებელთან დამატებითი ერთჯერადი გაკვეთილის ჯავშანი შეუძლია, რომელიც ცალკე იხდება.
6.6. ყოველ გადახდაზე პლატფორმა ქმნის ინვოისს PDF ფორმატით, ყოველ დადასტურებულ ჯავშანზე კი შეკვეთის დასტურს (1.7 პუნქტი). ორივე მოსწავლის პარამეტრებში ხელმისაწვდომია.
6.7. ფასის ცვლილება მიმდინარე აბონემენტზე: მასწავლებლის მიერ ფასის შეცვლისას ახალი ფასი მოქმედებს მხოლოდ მომდევნო განახლებიდან, მოსწავლეს ეცნობება არანაკლებ 14 დღით ადრე და გაუქმების უფლება აქვს განახლებამდე. განახლების გაუუქმებლობა ახალ ფასზე თანხმობად ითვლება. მიმდინარე გადახდილი პერიოდის ფასი არ იცვლება.
7.1. აბონემენტის გაუქმება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ავტომატურ განახლებამდე არანაკლებ 24 საათით ადრე. გაუქმებული აბონემენტი აღარ განახლდება, გადახდილი პერიოდის გაკვეთილები მოსწავლეს პერიოდის ბოლომდე რჩება.
7.2. თუ მოსწავლეს გადახდილი პერიოდის დარჩენილი გაკვეთილების გამოყენება აღარ სურს, მას შეუძლია აბონემენტი შეწყვიტოს: აბონემენტი დაუყოვნებლივ სრულდება, ამ პერიოდის უკვე დანიშნული მომავალი გაკვეთილები უქმდება, მასწავლებელს ეცნობება და ჩაუტარებელი გაკვეთილების თანხა კრედიტად ერიცხება მოსწავლის ბალანსზე. კრედიტი გამოიყენება ნებისმიერ მასწავლებელთან ნებისმიერი გაკვეთილის ან აბონემენტის გადასახდელად 12 თვის განმავლობაში. ჩატარებული გაკვეთილები არ ბრუნდება.
7.3. თვის განმავლობაში დაუნიშნავი გაკვეთილები (მოქნილი აბონემენტი) პერიოდის ბოლოს იწვება, გარდა 7.2 პუნქტით შეწყვეტის შემთხვევისა და ჯანმრთელობის მიზეზით მასწავლებელთან შეთანხმებით მაქსიმუმ თვიური გაკვეთილების მეოთხედის გადატანისა მომდევნო თვეში.
7.4. დანიშნული გაკვეთილის გადატანა მოსწავლის მხრიდან შესაძლებელია დაწყებამდე არანაკლებ 24 საათით ადრე. უფრო გვიან გადატანა მხოლოდ მასწავლებელთან შეთანხმებით.
7.5. თუ მოსწავლე დანიშნული დროიდან 15 წუთის განმავლობაში ვიდეო-ოთახში არ შემოვიდა (და გაკვეთილი 24 საათით ადრე არ გადაუტანია), მასწავლებელს უფლება აქვს გაკვეთილი დაასრულოს; ამის შემდეგ ოთახი იხურება და შესვლა შეუძლებელია. ასეთი გაკვეთილი ჩატარებულად და გამოყენებულად ითვლება: მასწავლებელს ანაზღაურება სრულად ერიცხება, მოსწავლეს კი ეს გაკვეთილი არ უნაზღაურდება და კრედიტი არ ერიცხება. სანამ მასწავლებელი გაკვეთილს არ დაასრულებს, ოთახი დანიშნულ დრომდე ღიაა და დაგვიანებით შემოსვლისას გაკვეთილი დარჩენილი დროით ტარდება.
7.6. თუ გაკვეთილი მასწავლებლის მიზეზით არ შედგა (მათ შორის მასწავლებელი დანიშნული დროიდან 15 წუთში ოთახში არ შემოვიდა), მასწავლებელს აქვს 24 საათი მოსწავლესთან შეთანხმებით გადასატანად. 24 საათის შემდეგ გაკვეთილი ავტომატურად უბრუნდება მოსწავლის გეგმას და მოსწავლე თავად ირჩევს ახალ დროს. თუ გაკვეთილი პერიოდის ბოლომდე ვერ აღდგა, პერიოდის დასრულებისას მისი ღირებულება მოსწავლის ბალანსზე კრედიტად ირიცხება 1:1 პრინციპით.
7.7. თუ მასწავლებელი პლატფორმას ტოვებს ან მისი ანგარიში წყდება, აქტიური აბონემენტი აღარ განახლდება, ჩაუტარებელი გადახდილი გაკვეთილების ღირებულება კრედიტად ირიცხება.
7.8. მასწავლებელს უფლება აქვს შეწყვიტოს აბონემენტი.
7.8.1. თუ მასწავლებელი აბონემენტს არ განაახლებს, გადახდილი პერიოდი ჩვეულებრივ სრულდება, დაგეგმილი გაკვეთილები ტარდება, ახალი თანხა აღარ ჩამოიჭრება და მოსწავლეს ეგზავნება შეტყობინება.
7.8.2. თუ მასწავლებელი აბონემენტს მნიშვნელოვანი საფუძვლით დაუყოვნებლივ წყვეტს, დაგეგმილი გაკვეთილები უქმდება და მოსწავლეს უბრუნდება ჩაუტარებელი გაკვეთილების ღირებულება: ბარათით გადახდილი ნაწილი იმავე ბარათზე 14 დღის განმავლობაში, ხოლო კრედიტით გადახდილი ნაწილი დაუყოვნებლივ, კრედიტის სახით.
7.8.3. ჩატარებული გაკვეთილების ღირებულება არ ბრუნდება. მოსწავლეს დაბრუნებული თანხით ან კრედიტით შეუძლია დაუყოვნებლივ აირჩიოს სხვა მასწავლებელი.
8.1. კანონისმიერი უფლება: აბონემენტის ან გაკვეთილის ყიდვიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში მოსწავლეს შეუძლია მიზეზის მითითების გარეშე უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ყიდვისას მოსწავლე ადასტურებს, რომ მომსახურების დაწყებას 14 დღის გასვლამდე თავად ითხოვს; ამიტომ უარის თქმისას იხდის უკვე ჩატარებული გაკვეთილების ღირებულებას, დანარჩენი თანხა კი მოთხოვნიდან 14 დღეში იმავე ბარათზე უბრუნდება. მოთხოვნა იგზავნება დახმარების გვერდიდან ან მე-16 თავში მითითებულ ელ-ფოსტაზე.
8.2. 14 დღის შემდეგ თანხა ფულად აღარ ბრუნდება. მოქმედებს მე-7 თავის წესები: ჩატარებული გაკვეთილები არ ბრუნდება, ჩაუტარებელი გაკვეთილების თანხა კრედიტად ირიცხება და პლატფორმაზე იხარჯება.
8.3. მასწავლებლის ან პლატფორმის ტექნიკური მიზეზით ჩაშლილი გაკვეთილი, რომელიც ვერ გადაიდო, 7.6 პუნქტით კრედიტად ირიცხება.
8.4. კრედიტის გამოყენება და ვადა: კრედიტი მომდევნო გადახდისას ავტომატურად პირველი იხარჯება, ბარათიდან იჭრება მხოლოდ სხვაობა. მაგალითი: აბონემენტი 500 ლარია, ბალანსზე 50 კრედიტია, ბარათიდან 450 ლარი იჭრება. კრედიტი მოქმედებს დარიცხვიდან 12 თვე ნებისმიერ მასწავლებელთან. ვადის გასვლამდე 30 და 7 დღით ადრე მოსწავლე შეხსენებას იღებს. ვადის გასვლისას გამოუყენებელი კრედიტი უქმდება. კრედიტი ფულად არ ბრუნდება და სხვა პირს არ გადაეცემა.
8.5. ფულად არ ბრუნდება: ჩატარებული გაკვეთილები, გამოუცხადებლობით გამოყენებული გაკვეთილები (7.5), 7.3 პუნქტით დამწვარი დაუნიშნავი გაკვეთილები, 8.4 პუნქტით ვადაგასული კრედიტი და ყველა თანხა 8.1 პუნქტის 14-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ.
8.6. ანგარიშის საბოლოო წაშლისას (13.1 პუნქტი) გამოუყენებელი კრედიტი უქმდება. წაშლამდე პლატფორმა მოსწავლეს კრედიტის ბალანსს აჩვენებს.
9.1. მოსწავლე ვალდებულია: გამოცხადდეს გაკვეთილზე დროულად, გამართული ინტერნეტით, კამერით და მიკროფონით; მოექცეს მასწავლებელს პატივისცემით; გამოიყენოს პლატფორმა მხოლოდ სასწავლო მიზნით.
9.2. აკრძალულია:
9.3. დარღვევისას პლატფორმას უფლება აქვს გააფრთხილოს მოსწავლე, შეზღუდოს ფუნქციები (მაგალითად, შეფასებების დაწერა) ან ანგარიში შეაჩეროს. გვერდის ავლით გადახდის შემთხვევაში ანგარიში იხურება 13.2 პუნქტით.
10.1. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებელი შეაფასოს მხოლოდ ჩატარებული გაკვეთილის შემდეგ. შეფასება უნდა ეყრდნობოდეს რეალურ გამოცდილებას. პლატფორმა უფლებამოსილია დამალოს წესების დამრღვევი შეფასება და შეზღუდოს მისი ავტორი.
10.2. მიმოწერა მასწავლებელთან განკუთვნილია მხოლოდ სასწავლო საკითხებისთვის. პლატფორმა მიმოწერას ავტომატურად არ კითხულობს, მაგრამ საჩივრის ან კანონის დარღვევის ეჭვის შემთხვევაში ადმინისტრაციას განხილვის უფლება აქვს.
10.3. მოსწავლის მიერ ატვირთული მასალა (დავალების პასუხები, ფაილები) მოსწავლის საკუთრებაა და მხოლოდ მასწავლებელს და მოსწავლეს უჩანს. მასწავლებლის მასალა (დავალებები, Live დოკუმენტი) მასწავლებლის საკუთრებაა და მოსწავლეს მხოლოდ პირადი სწავლისთვის აქვს.
10.4. საჯარო ლექციები: უფასო ჯგუფური ონლაინ შეხვედრები, რომლებზეც ჩაწერა და გავრცელება პლატფორმისა და მასწავლებლის თანხმობის გარეშე აკრძალულია.
11.1. მონაცემები მუშავდება კონფიდენციალურობის პოლიტიკის (mas.ge/privacy) მიხედვით, რომელიც ამ პირობების ნაწილია.
11.2. მოსწავლის სახელი, გვარის ინიციალი და ფოტო მასწავლებელს მხოლოდ სასწავლო პროცესისთვის უჩანს; ელ-ფოსტა და ტელეფონი მასწავლებელს არ გადაეცემა. გადახდის დოკუმენტები (ინვოისები, შეკვეთის დასტურები) გადაეცემა პლატფორმის ბუღალტერს და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს.
11.3. ბუღალტრული დოკუმენტები ინახება 6 წელი ანგარიშის წაშლის შემდეგაც.
12.1. პლატფორმა არ აგებს პასუხს გაკვეთილის შინაარსზე, სწავლის შედეგზე, მასწავლებლის მხრიდან ვალდებულების დარღვევაზე, მოსწავლის ინტერნეტის ან მოწყობილობის შეფერხებაზე. მასწავლებლის მიზეზით ჩაშლილი გაკვეთილი მე-7 და მე-8 თავებით რეგულირდება.
12.2. პლატფორმა იღებს გონივრულ ზომებს სერვისის უწყვეტობისთვის. ტექნიკური შეფერხების, პროფილაქტიკის ან მესამე პირის (ბანკი, ჰოსტინგი, ვიდეო-სერვისი) მიზეზით ჩაშლილი გაკვეთილი მოსწავლეს გეგმაში უბრუნდება ან 7.6 პუნქტით კრედიტად ერიცხება.
12.3. კანონით დაშვებულ ფარგლებში პლატფორმის პასუხისმგებლობა მოსწავლის წინაშე შემოიფარგლება პირდაპირი ზიანით და არ აღემატება მოსწავლის მიერ ბოლო 3 თვეში პლატფორმაზე გადახდილ თანხას. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, სადაც კანონი პასუხისმგებლობის შეზღუდვას კრძალავს.
12.4. ფორსმაჟორული გარემოება ათავისუფლებს მხარეებს პასუხისმგებლობისგან მისი მოქმედების ვადით.
13.1. მოსწავლეს შეუძლია ანგარიში ნებისმიერ დროს წაშალოს პარამეტრებიდან. წაშლისას ანგარიში დაუყოვნებლივ დეაქტივირდება: შესვლა შეუძლებელია, აქტიური აბონემენტი უქმდება და აღარ განახლდება, დანიშნული გაკვეთილები უქმდება. მონაცემები 30 დღე ინახება და ამ ვადაში შესვლის მცდელობისას მოსწავლეს ანგარიშის აღდგენა შეუძლია, კრედიტის ბალანსის ჩათვლით. 30 დღის შემდეგ ანგარიში საბოლოოდ იშლება და გამოუყენებელი კრედიტი 8.6 პუნქტით უქმდება. ბუღალტრული დოკუმენტები 11.3 პუნქტით ინახება.
13.2. პლატფორმას უფლება აქვს ანგარიში შეაჩეროს ან შეწყვიტოს ამ პირობების დარღვევის, ყალბი მონაცემების, გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის ან კანონის დარღვევის შემთხვევაში. მიზეზი მოსწავლეს ეცნობება. შეწყვეტისას გადახდილი და ჩაუტარებელი გაკვეთილები 7.2 პუნქტით კრედიტად ირიცხება, კრედიტი კი 8.4 პუნქტით მოქმედებს.
13.3. 12 თვეზე მეტი ხნის უმოქმედო ანგარიშს პლატფორმა შეტყობინების შემდეგ წაშლის უფლებას იტოვებს.
14.1. ჩვეულებრივი ცვლილება (ტექსტის დაზუსტება, ახალი ფუნქციის წესები, ტექნიკური საკითხები) მოსწავლეს ეცნობება პლატფორმაზე არანაკლებ 3 დღით ადრე და ძალაში შედის მითითებულ თარიღს.
14.2. არსებითი ცვლილება (ფასწარმოქმნა და გადახდის წესები, დაბრუნების, გაუქმების და კრედიტის წესები, პასუხისმგებლობა, აკრძალვები) მოსწავლეს ეცნობება პლატფორმაზე არანაკლებ 14 დღით ადრე: პანელში შესვლისას ჩნდება შეტყობინების ფანჯარა ცვლილების აღწერით და განახლებული დოკუმენტის ბმულით, ღილაკებით „ვეთანხმები" და „უარვყოფ". ამ 14 დღის განმავლობაში მოსწავლე პლატფორმას ჩვეულებრივ იყენებს მოქმედი ვერსიით და გადაწყვეტილებას ნებისმიერ დროს იღებს; ფანჯარა ყოველი შესვლისას ჩნდება გადაწყვეტილებამდე. ორივე ღილაკი ორსაფეხურიანია: დათანხმებისას მოსწავლე ხელახლა ადასტურებს, რომ ცვლილებას ეთანხმება; უარყოფისას ჯერ ეცნობება უარყოფის შედეგი და შემდეგ ადასტურებს. თუ მოსწავლემ ვადის გასვლამდე უარი არ განაცხადა, ცვლილება მიღებულად ითვლება და ძალაში შედის მითითებულ თარიღს. უარყოფის შედეგი: აქტიური აბონემენტი აღარ განახლდება, გადახდილი პერიოდის გაკვეთილები ბოლომდე რჩება, კრედიტი 8.4 პუნქტით ინახება და ახალი ჯავშანი მხოლოდ განახლებული ვერსიის დადასტურების შემდეგ არის შესაძლებელი.
14.3. ყოველი ვერსია დათარიღებულია. დადასტურებული ვერსიის ტექსტი და დათანხმების დასტური PDF ფორმატით ინახება პლატფორმაზე და მოსწავლისთვის ხელმისაწვდომია.
15.1. პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" კანონით.
15.2. დავა ჯერ მოლაპარაკებით წყდება. პრეტენზია იგზავნება მე-16 თავში მითითებულ ელ-ფოსტაზე ან დახმარების გვერდიდან, პლატფორმა პასუხობს 10 სამუშაო დღეში. პრეტენზიის მიღებიდან 30 დღეში შეთანხმების მიუღწევლობისას დავას განიხილავს გორის რაიონული სასამართლო, თუ კანონით მომხმარებლისთვის სხვა რამ არ არის დადგენილი. მოსწავლეს ასევე უფლება აქვს მიმართოს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს.
15.3. ბათილი პუნქტი დანარჩენის ძალაზე არ მოქმედებს. უფლების გამოუყენებლობა მასზე უარს არ ნიშნავს.
შპს „დიჯითალ გროვ", საიდენტიფიკაციო კოდი 418487408, ქ. გორი, ანდია რაზმაძის ქ. 41. ელ-ფოსტა: info@mas.ge. ტელეფონი: [შესავსები]. დახმარების გვერდი: mas.ge/support. დაბრუნების და გაუქმების წესები: mas.ge/refunds.